logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია: სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა
- +

30 მარტი. 2020. 00:33

 

 

“დღეს რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა, -ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ტაძრებიდან წასული მრევლი ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სახლშიც ანალოგიურად გააგრძელებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას.

 

 

"ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები მიღებული და ამ რეკომენდაციებზე განმარტებები მივიღეთ კიდევ დამატებით. განგვიმარტეს შემდეგი, რომ მთავარია დისტანციის დაცვა. თქვენ ნახეთ დღეს, როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება და ძალიან ბევრ მასალას იხილავთ ამ დღეებში კიდევ. ჩვენ ვთხოვეთ ტაძრებს, რომ ყველგან, სადაც მსახურება ჩატარდა ამ წესით ჩატარებულიყო მსახურება, რა რეკომენდაციებიც მიიღეს მათ და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა გადმოეგზავნათ უკვე გვაჩვენეს, რომ სამზადისი არის ძალიან ინტენსიური. ტაძრები გახმოვანებულია და ხალხი გარეთაც ესწრება ღვთისმსახურებას. შიგნით დისტანცია არის დაცული. მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან. რთულია ახლა ამ ადამიანებს რაიმე საყვედური ვუთხრათ, რომ არ ითვალისწინებენ, ან უპასუხისმგებლოდ იქცევიან. პირიქით, ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ყველასთვის. ეს ხალხი აქედან წასული ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სახლშიც ანალოგიურად გააგრძელებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner