logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მართლაც ძალიან გააზრებული და გაწონასწორებული ჩანს
- +

1 აპრილი. 2020. 15:39

 

 

„ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მართლაც ძალიან გააზრებული და გაწონასწორებული ჩანს და თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, ამ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებითა და საკუთარი თავის მეტი რწმენით გამოვიდეთ“, - წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე.

 

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი მოქალაქის პოზიცია ხელისუფლების მიმართ ასეთ დროს უნდა იყოს სოლიდარობა და მხარდაჭერა.

 

„ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მართლაც ძალიან გააზრებული და გაწონასწორებული ჩანს და თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება ამ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებითა და საკუთარი თავის მეტი რწმენით გამოვიდეთ. უმძიმესი ვითარება, რომელიც შეიქმნა მსოფლიო ეკონომიკური შოკის შედეგად არის უჩვეულო, არაორდინალური გამოწვევა და ასეთ დროს ხელისუფლებას და ყველა ჩვენგანს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს. ამიტომ, პასუხისმგებლიანი მოქალაქის პოზიცია ხელისუფლების მიმართ ასეთ დროს უნდა იყოს სოლიდარობა და მხარდაჭერა. ახლა საკუთარი ამბიციების ან წყენების რეალიზაციის დრო არაა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი და ნორმალური კრიტიკა უნდა შევზღუდოთ პირიქით, უბრალოდ, ეს არაკეთილგანწყობილი, თავხედური, ლანძღვა-გინების ტონი, რომელიც ამ საუკუნის ბოლოდან აგვეწეპა, უნდა მოვიცილოთ და მიუღებელი უნდა გახდეს საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის და აქედან გამომდინარე - შეუძლებელი, ეს კი ნამდვილად იქნება ამ კრიზისის ყველაზე დადებითი შედეგი“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner