logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა - არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა
- +

1 აპრილი. 2020. 16:30

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კოორდინაციაში  იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა.

 

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner