logo_geo
eng_logo
ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ
- +

1 აპრილი. 2020. 18:20

 

მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ზუგდიდში შესასვლელ ძირითად საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ.

 

II ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად ზუგდიდის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან, მითითებულ ადგილებზე ყველა სატრანსპორტო საშუალებას აჩერებენ და შესაბამის ღონისძიებებს ერთობლივად ახორციელებენ.

 

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს პირველად თერმოსკრინინგს უტარებენ და სიმპტომებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან. სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე რეგულარულად მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner