logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი ეუბნება, უკრაინელები არ შემოუშვათო
- +

4 აპრილი. 2020. 15:55

 

 

„ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება, უკრაინელები არ შემოუშვათო“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი, რა იხარშება მის თავში, ვინ იცის.

 

„დღეს რომ ხელისუფლებას ქმედებას დაუწუნებ და სააკაშვილი ჩამოვიყვანოთ, კრიზისების მენეჯერიაო რომ იტყვი, ზნედაცემული ხარ, აბა რა - ეს ისე, რბილად რომ ვთქვა, მაგრამ ზნედაცემულობის და ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება, უკრაინელები არ შემოუშვათო... ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი, რა იხარშება მის თავში, ვინ იცის.. სავარაუდოდ, კარგი და ზნეობრივი არაფერი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner