logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ხელფასების ნაწილის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვაზე
- +

6 აპრილი. 2020. 19:06

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“  ინიციატივას  და  სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.

 

 

ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის გვერდზე გავრცელდა.

 

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ , –  განაცხადარუსლან აბაშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner