logo_geo
eng_logo
წმინდა ცეცხლი საქართველოში 18 აპრილს ჩამოვა
- +

6 აპრილი. 2020. 20:34

 

 

როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ყველა ცერემონიალი, იცვლება მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებული პირობებიც. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან.

 

 

“წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება.

 

 

ღვთისმსახურებას 15-მდე მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში მოხდება შესაბამისი დელეგაციებისა დ ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით. გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან”, – დაწერა ელჩმა.

 

 

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება. აღდგომის კვირა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის 12 აპრილიდან იწყება.

 

 

ელ ავივი-თბილისის ავიარეისი დაემატა

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გრძელდება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის ღონისძიებები. დავით ზალკალიანის განმარტებით, ამ დრომდე დაგეგმილ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა. უწყების ინფორმაციით, 18 აპრილს, რეისი დაგეგმილია თელ ავივი-თბილისის მიმართულებით. წმინდა ცეცხლს ამავე რეისით ჩამოიტანენ საქართველოში, რომელსაც Georgian Airways განახორციელებს. ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ. საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია და შეადგენს 199 ევროს.

 

 

უცხოური მედიის ცნობით, ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ წმინდა ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner