logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძის საიმედო პროგნოზი: ეპიდემიის დამანგრეველ მასშტაბს გადავრჩებით
- +

6 აპრილი. 2020. 22:45

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უახლოესი პერიოდის შესახებ აკეთებს პროგნოზს. მისი აზრით, საქართველო ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება:

 

 

"ვინაიდან საქართველოში დაიწყო ინფექციის შიდა გავრცელების ეტაპი, ამიტომ გარდაუვალია შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, მთელმა ვერტიკალმა - რიგითი ექიმით დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ, უპირველესად კი - პრემიერმა გიორგი გახარიამ (რომლის გადაწყვეტილებები იყო ძალიან დროული და შედეგიანი) მოახერხეს, ეპიდემიის ყველა ეტაპზე გაეტარებინათ ადეკვატური ღონისძიებები, რითაც საქართველომ მიაღწია იმას, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს და აღიარებს - ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპმა საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სამი-ოთხი კვირით დაიგვიანა. ჩვენ სამი-ოთხი კვირა მოვიგეთ.

 

 

ცხადია, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა ისე მასშტაბურად და კატასტროფულად, როგორც ევროპის ქვეყნებში­. ვფიქ­რობ, საქართველოში მატება იქნება ისეთი, როგორიც არის ახლა. თუ ადრე დღეში სამი, ოთხი, ხუთი ადამიანი გვემატებოდა, ახლა, შიდა გავრცელების შემდეგ, ყოველდღიურად გვეყოლება 10-15-20 ახალი ინფიცირებული, მაგრამ ეს ამ სტადიისთვის ნორმალურია, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ არა - ათასობით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება", - განუცხადა "კვირის პალიტრას" თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner