logo_geo
eng_logo
ინფიცირებული სპორტსმენის ერთ-ერთ ქონტაქტს, 38 წლის ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა
- +

7 აპრილი. 2020. 01:58

 

 

კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის ერთ-ერთ ქონტაქტს, 38 წლის ქალს, რომელიც ფოთის ცხელების ცენტრში წალენჯიხის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ანალიზის მიხედვით COVID-19 არ დაუდასტურდა.

 

 

ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 9 ადამიანი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი, 9 ადამიანია გადაყვანილი.

 

 

"დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და  კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner