logo_geo
eng_logo
პრეპარატი, რომელიც შესაძლოა მიღებიდან 48 საათში კლავდეს ვირუსს
- +

7 აპრილი. 2020. 02:24

 

 

ტესტებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა 48 საათის განმავლობაში ვირუსის დონე 99,8%-ით შეამცირა. ხოლო სამი დღის შემდეგ კი მთლიანად აღმოფხვრა.

 

 

 

ითვლება, რომ პრეპარატი SARS-CoV-2-ის პარალიზებას ახდენს, რაც ხელს უშლის ვირუსის რეპლიკაციას (გაორმაგებას).

 

 

 

მეცნიერები ითხოვენ, რომ პრეპარატი „ივერმეკტინი“ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე გამოიცადოს.

 

 

 

„ივერმეკტინი“ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს. პარაზიტული ინფექციების სამკურნალო ეფექტურ პრეპარატად ის მალევე იქცა.

 

 

 

პრეპარატი „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ აუცილებელ მედიკამენტმა სიაშია, როგორც ყველაზე უსაფრთო და ეფექტური.

 

 

 

ბოლო წლების განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს ვირუსების წინააღმდეგ ანტი-ვირუსული მოქმედების უნარიც აქვს.

 

 

 

აღნიშნული კვლევების უმეტესობა მხოლოდ „ინ-ვიტრო“ – ლაბორატორიებში, უჯრედულ დონეზე არის ჩატარებული. ამ ყველაფერმა ბიძგი მისცა იმას, რომ მისი გამოცდა ადამიანებზეც მოხდეს.

 

 

 

ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ SARS- ს, რომელიც მჭიდრო კავშირშია ახალ კორონავირუსთან, საკუთარ დნმ-თან სუსტი კავშირი აქვს, რაც შესაძლოა, „ივერმეკტინის“ პოტენციური სამიზნე იყოს.

 

 

 

უჯრედები SARS-CoV-2-ით დააინფიცირეს. შემდეგ კი მასში „ივერმეკტინი“ შეიყვანეს. 24 საათის შემდეგ იმ უჯრედებში, სადაც პრეპარატი შეიყვანეს ვირუსის დნმ-ი 93 პროცენტით შემცირდა.

 

 

 

„ამ შედეგემბა აჩვენა, რომ „ივერმეკტინს“ SARS-CoV-2 -ის მიმართ ანტი-ვირუსული მოქმედების უნარი აქვს. ერთ დოზას შეუძლია ჩვენს სისტემაში ვირუსის რეპლიკაცია (გაორმაგება) 24-48 საათის განმავლობაში გააკონტროლოს.

 

 

 

თუ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, ინფექციის ადრეულ ეტაპზე მივცემთ პრეპარატს, ის ვირუსული დატვირთვის გავრცელებას შეაფერხებს და SARS-CoV-2-ს პროგრესირების საშუალებას არ მისცემს“,- განაცხადა ექიმმა, ლეონ კალიმ.

 

 

 

„თუმცა, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულ კვლევებსა და რამდენად ეფექტური იქნება პაციენტებში პრეპარატის გამოყენება, დიდი განსხვავებაა. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, სანამ მისი გამოყენება ადამიანებზე მოხდება“,- ამბობს ექიმი მაიკლ ჰედი, „University of Southampton“-ის მკვლევარი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner