logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: პირბადეების გამოყენება არ არის რეკომენდებული ქუჩებში
- +

8 აპრილი. 2020. 02:43

 

“პირბადეების გამოყენება არ არის რეკომენდებული ქუჩებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

გამყრელიძემ ის შემთხვევები ჩამოთვალა, როდესაც რეკომენდებულია პირბადის გამოყენება:

 

 

„პირბადე პირველ რიგში უნდა იხმაროს ინფიცირებულმა ან შესაძლო ინფიცირებულმა ადამიანმა, ასევე ჯანმრთელმა, როდესაც ის მიბრძანდება ისეთ გარემოში, სადაც შესაძლოა იყვნენ ინფიცირებული ადამიანები, ასევე დიდი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ დიდი თავშეყრები უკვე აკრძალულია ქვეყანაში... რა თქმა უნდა მათი ხმარება არ არის რეკომენდებული ქუჩებში, თავისუფალი გადაადგილების დროს, თუ ვინმე არ ზის მანქანაში ინფიცირებულთან ან არ გადაადგილდება შესაძლო ინფიცირებულთან ერთად,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner