logo_geo
eng_logo
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
- +

8 აპრილი. 2020. 10:55

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათ ცენტრშია დადასტურებული.

 

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

 

„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით სამი პაციენტია გარდაცვლილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner