logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა
- +

8 აპრილი. 2020. 13:14

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID-19)  ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. 

 

გუშინ, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ქუჩები მოირეცხა.  

 

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი მონაწილეობდა. 

 

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც იყვნენ ჩართულები.  

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონშიც გეგმავს. 

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსმა გიორგი ჩხეიძემ.

 

„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში ყველა უბანში შევიდეთ, ქუჩები მოვრეცხოთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ. 

 

შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰყავდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა“, - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner