logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებაზე: ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რაც გვექნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით
- +

8 აპრილი. 2020. 15:21

 

 

„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობა იმოქმედებს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება  ქვეყანაში.

 

„საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და ასევე იმ გათვლებს და მოლოდინებს, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად მიღებული. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner