logo_geo
eng_logo
ქობულეთში საბერიკაცოს მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

8 აპრილი. 2020. 15:53

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად  ახორციელებს. 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს. 

 

 ხე-მცენარეებისაგან  და ნატანი მასისგან  არხის  2600-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. 

 

სამუშაოების შედეგად,  არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner