logo_geo
eng_logo
მინდია დავითაძე: საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე საქპატენტის სააპელაციო პალატის სხდომები კვლავაც დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
- +

8 აპრილი. 2020. 17:09

 

 

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სრულყოფილად განაგრძობს მუშაობას და მომხმარებლებისთვის სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. როგორც საერთაშორისო გამოცემა „World Trademark Review“-ის სტატიიდან ჩანს, საქპატენტი მსოფლიოში იმ ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიაშია, რომელიც მთლიანად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და შეფერხება არ ჰქონია.

 

„საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციები გააჩნია, იგი დავის გადაჭრის ეფექტური და ქმედითი საშუალებაა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით საქპატენტის ექსპერტიზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სააპელაციო პალატის მუშაობაც დისტანციურ რეჟიმში გადაგვეტანა.

 

სააპელაციო პალატამ დისტანციური სხდომების გამართვა გასული კვირიდან დაიწყო. პირველ დისტანციურ სხდომაზე, რომელიც 2 აპრილს ჩატარდა, პალატის კოლეგიამ აპელანტი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საჩივარი. შესაბამისად, შეფერხება არც ამ მიმართულებით გვქონია და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სააპელაციო პალატის სხდომები კვლავაც დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებს „ინტერპრესნიუსისთვის“  მიცემულ ინტერვიუში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner