logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა
- +

9 აპრილი. 2020. 13:05

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ ზესტაფონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

 

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ხორციელდება და ამისთვის კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან, ჯამში, 10-კაციანი ბრიგადა გამოიყო.

 

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც არიან ჩართულები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურმა ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჭიათურაშიც განახორციელა. კომპანია სამომავლოდაც გეგმავს ანალოგიური პრევენციული ღონისძიების გატარებას.

 

„მეამაყება ის, რაც ჩემს ქალაქში ხდება და, ასევე, მეამაყება ის, რომ იმ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, ვინც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს და, აგრეთვე, იმ სოციალურ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ.

 

სადეზინფექციო ხსნარებით ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ემსახურება იმას, რომ როგორც ქვეყანაში, ისე ზესტაფონში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მაქსიმალურად შევეცადოთ “, - აღნიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ზესტაფონშიც ახორციელებს. ჩვენ საჭირო სპეცტექნიკა და სპეციალურად გამოყოფილი ბრიგადა მობილიზებული გვყავს, რათა სამუშაოები ხარისხიანად ვაწარმოოთ.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს “, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსმა გიორგი ჩხეიძემ.

 

 


 

 



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner