logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის
- +

9 აპრილი. 2020. 14:04

 

„ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, კიდევ ჰყოფნიდათ თავხედობა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწოდებინათ, ჩრდილიდან გამოსულიყო.

 

„დღეს ცნობილი დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფებები, მათთან აფილირებული პირები თუ ორგანიზაციები დაკავებული არიან ფუჭი რიტორიკით და სინამდვილეში არაფერს აკეთებენ კორონავირუსთან საბრძოლველად. ამას მოწმობს თუნდაც მათი ქაღალდზე დაწერილი „აღმაშენებლური“ თუ სხვა ავანტიურული არარეალისტური გეგმებიც.

 

ამ უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, კიდევ ჰყოფნიდათ თავხედობა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწოდებინათ, ჩრდილიდან გამოსულიყო.

 

გამოვიდა ივანიშვილი ჩრდილიდან და თან როგორ - 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, რომ მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით.

 

ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner