logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით
- +

9 აპრილი. 2020. 14:50

 

„უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია“,  - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ სჭირდება ფაქტს.

 

„ფაქტი არის თვითონ კომენტარი - მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც მორიგი უპრეცედენტო მაგალითის ისეთი ქველმოქმედების, რაც, ბუნებრივია, ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner