logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა
- +

9 აპრილი. 2020. 16:47

 

 

„ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა. და ასევე, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ. როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით  პარტიის ლიდერის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელებას თავისი პოლიტიკური ცხოვრების“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov-ფონდში 100 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner