logo_geo
eng_logo
„Atlantico“: საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული
- +

10 აპრილი. 2020. 11:24

 

 

„საქართველომ შეიძლება იამაყოს თავისი მიღწევებით, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული“, - წერს „Atlantico“ სტატიაში, სათაურით „ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა“.

 

სტატიის ავტორის ბრუნო ალომარის თქმით, ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შეფასებები და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი.

 

„თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნესგარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)“, - ნათქვამია სტატიაში.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, წარსულის და საქართველოს ხელისუფლების სურვილების გარდა, რასაც პროევროპული მოსახლეობაც აჟღერებს, ასევე, ევროკავშირის მომავლის წინასწარ განსჯის გარეშე, ნიშანდობლივია, დავაკვირდეთ ისეთი ქვეყნის მიღწევებს, როგორიც საქართველოა. ეს მიღწევები საკმაოდ სასიამოვნოა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ჭრილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner