logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება
- +

10 აპრილი. 2020. 15:04

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს დეტალურად ისაუბრა პირბადეების თვითღირებულების შესახებ. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ ერთეული პირბადის დამზადება საშუალოდ, 1 ლარი და 8 თეთრი ჯდება.

 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების დახმარებით, სამედიცინო დოლბანდს, რომელიც  პირბადეებისთვის საჭირო ნედლეულია, კომერციულ ფასად ყიდულობს.

 

„დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ნედლეულის მოძიებასა და შეძენას კომერციულ ფასად“,  - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროდუქტის თვითღირებულებაში ასევე გათვალისწინებულია მკერავების შრომისა და საწარმოო ხარჯები.

 

„სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60- დან 70 თეთრამდე ჯდება დღგ-ს ჩათვლით. მისასალმებელია, რომ პირბადეების საწყისი პარტიები სამკერვალოებმა უფასოდ დაგვიმზადეს და მოგვაწოდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობის მთელ რიგ ჯგუფებს პირბადეებს უფასოდ ურიგებს. მათ შორის, 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს, სხვა სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, აგრეთვე საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და სხვ.

 

„ჩვენ ყველა სამკერვალოს თანამშრომლობის თანაბარ პირობებს ვთავაზობთ. ვისაც აქვს სურვილი, პირბადეების გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის, ჩვენ სამკერვალოებს გაწეულ ხარჯებს ვუნაზღაურებთ. ჩვენ ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს ამ პირბადეებს. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ გაჯერდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner