logo_geo
eng_logo
ედიშერ თოლორაია: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორიც ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება
- +

18 მაისი. 2020. 16:21

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ წევრმა, დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელიასთან ერთად სოფელ დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

 

„სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და წარმოდგენილი იქნება  9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით აღჭურვილი. პროექტი ბიბლიოთეკის,  კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას“, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner