logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: პენსიების ინდექსაცია ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის განვითარების ტენდენციები იქნება ასახული პენსიაზე
- +

18 მაისი. 2020. 18:13

 

 

„პენსიების ინდექსაცია ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ მიბმული იქნება არა ამა თუ იმ პიროვნულ გადაწყვეტილებასთან, არამედ  მთლიანი შიდა პროდუქტი, ზოგადად ქვეყნის განვითარების ტენდენციები იქნება ასახული პენსიაზე  და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული პენსია მიმდინარე პრობლემების ფონზე არ არის საკმარისი,  მაგრამ, მისი თქმით,  მთავრობა აკეთებს იმას, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებშია.

 

„არის თუ არა საკმარისი არსებული პენსია? დღევანდელ გამოწვევებს ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია, ვნახოთ მთლიანად საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც ახლა ამ პროცესებთან დაკავშირებით მოხდება, ამის  შემდეგ დავინახოთ ყველა პარამეტრის ცვლილება და შევაფასოთ მთლიანობაში ერთად, რა მოიკლო ამ მთავრობამ თავისთვის, რა პროგრამები შეკვეცა, რამდენად შეძლო მაქსიმალური თანხების მოზიდვა და შემდეგ როგორი ლოგიკით გაანაწილა თანხები სოციალურ დახმარებასა და განვითარებას შორის.

 

ვინც მთლიანობაში გააკეთებს ამ ანალიზს, ჩემი აზრით, მას აქვს კომპეტენტური აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რამდენად რელევანტური იყო თუ არ იყო რომელიმე სექტორში ფულის დახარჯვა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner