logo_geo
eng_logo
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
- +

19 მაისი. 2020. 02:20

 

 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.

 

ენდელაძის თქმით, კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს, თუმცა მათი პასუხები გვიან გახდა ცნობილი და ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ. გამოჯანმრთელებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

 

სულ არის 30 კოვიდინფიცირებული. დღეს გამოჯანმრთელდა ორი, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ. ერთი პაციენტი გვყავს კრიტიკული, თუმცა სტაბილური და პროგნოზი არის კეთილსაიმედო. მეორე ასევე პნევმონიით მძიმე, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელზეც ჯერ იმედია, რომ პროგნოზი კარგი იქნება. ხვალ ველოდებით რამდენიმე განმეორებითი ტესტის პასუხებს და ვნახოთ, რამდენი გამოჯანმრთელდება. ერთი მცირეწლოვანი გამოჯანმრთელდა. რამდენიმე არასრულწლოვანი დარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner