logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი
- +

20 მაისი. 2020. 10:59

 

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, მათ შორის კი, გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი. ამის შესახებ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, გუშინ დილით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 702 დადასტურებული შემთხვევა იყო, რასაც 11 დაემატა და ამ დროისთვის 713 დადასტურებული შემთხვევაა.

 

 

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456, გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი და ახლა ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

ამასთან, მისი თქმით, „კოვიდცენტრებში“ 226 პაციენტი მკურნალობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner