logo_geo
eng_logo
უცხოური მედია: საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კარს გაუღებს უცხოელ ტურისტებს
- +

20 მაისი. 2020. 12:12

 

 

„ტურიზმის აღდგენა ევროპაში: საქართველო ჩვენს გონებაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ უცხოური გამოცემა „traveltimes“, სადაც ავტორი ისაბელ ქონვეი წერს, რომ ამ უძველეს ქვეყანას COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

სტატიის ავტორის თქმით, ქვეყანა მზადაა, უცხოელი ტურისტებისთვის თავისი კარი გახსნას.

 

„საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო მედიამ მომხიბლავ ტურისტულ ლოკაციად ცნო, ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც თვეების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, გახსნის თავის კარს უცხოელი ტურისტებისთვის. უძველეს ქვეყანას, რომელიც სუბტროპიკული შავი ზღვიდან გაშლილია ველური ბუნებით მდიდარ ალპურ მაღალმთიან რეგიონამდე, COVID-19-სგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

ქვეყნის წარმატებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნის იმედი გააჩინა. დედაქალაქი თბილისი, ცნობილი როგორც ღვინის დამზადების აკვანი, მნიშვნელოვანი გაჩერება იყო ცნობილ აბრეშუმის გზაზე, რაც ასახულია ბაზრებში, მუზეუმებსა და ძეგლებში. საქართველო, ასევე, ცნობილია კარგი საკვებით, „კვალსაცდენილი“ თავგადასავლებითა და ეკომეგობრული ტურიზმით.

 

დედაქალაქში არსებული მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა კორონავირუსული შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 2020 წელს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებდა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებს და სესხის გაცემით დაეხმარებოდა იმ სასტუმროებს, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურიზმის განვითარებაში. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) დაადასტურა, რომ საქართველომ გადადგა „ძალიან ფრთხილი და წარმატებული ნაბიჯები“, რათა საქართველო პირველი ქვეყანა ყოფილიყო მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისოდ გახსნიდა ტურიზმის ინდუსტრიას“, - წერს ავტორი.

 

https://traveltimes.ie/tourism-recovery-in-europe/?fbclid=IwAR1iGiK1c_6To1v7iBXetsSFCq_pUeRHiOlLjdwVMbVCBx0ddhfBzqWZHh8

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner