logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი
- +

22 მაისი. 2020. 10:22

 

 

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული.

 

 

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს.

 

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

 

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner