logo_geo
eng_logo
U.S. Naval Institute: ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას NATO-ში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება
- +

23 მაისი. 2020. 16:56

 

 

 „ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას NATO-ში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს არის გრძელვადიანი მიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესების დაცვის კუთხით,” - ნათქვამია U.S. Naval Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“.

 

 

სტატიის თანახმად, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა ცხადყო, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრა, თუკი ისინი ჯერ არ არიან NATO-ს წევრები.

 

 

როგორც სტატიის ავტორი გრეის ჰოვარდი  აღნიშნავს,  „სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას NATO-ში, როგორც გრძელვადიან მიზანს“.

 

 

„სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას NATO-ში, როგორც გრძელვადიან მიზანს. 2019 წელს, საქართველოს ეგიდით გაიმართა NATO-საქართველოს სწავლება „მტკიცე სული“. ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველების პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობას. მართალია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წარმოადგენს აშკარა დაბრკოლებას NATO-ს წევრობის გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმა შექმნის დაუცველობას და იქცევა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ამერიკისთვის. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა 2008 წელს, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც NATO-მ გააჟღერა სამომავლო წევრობის შეთავაზება, თუმცა, არ უზრუნველყო წინსვლა წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის პროვოცირების შიშით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საქართველოს წევრობას. შედეგად, NATO-მ ფარულად მიანიშნა რუსეთს, რომ მას სურს საქართველოს წინაშე ვალდებულებების აღება - რუსეთმაც ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, იცოდა რა, რომ ოკუპაცია კიდევ უფრო გადაავადებს სამომავლო წევრობას“ - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

წყარო:https://www.usni.org/magazines/proceedings/2020/may/georgia-key-black-sea?fbclid=IwAR2Q8389AfecaAPbyIKAjNo0A75F1zB9sduGJBuQLF7yWv9TOfN6_nTF0TA

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner