logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა იყოს კონდიცირება
- +

25 მაისი. 2020. 02:45

 

 

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განმარტა, კორონავირუსის პრევენციისთვის უსაფრთხოების რა ზომები უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა შეზღუდვები მოიხსნება.

 

მისი თქმით აუცილებელია პირბადე და ტრანსპორტში ხარისხიანი კონდენცირება. საჭიროა ვენტილაცია, რომ გრილოდეს და ჰაერი მუდმივად იცვლებოდეს. არ მოხდეს ტრანსპორტში ჰაერის სტაგნაცია და ინფიცირების რისკის მატება“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

მისი თქმით, ქალაქში საზოგადოებრვი ტრანსპორტის რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვახსოვს, როგორი გადატვირთული იყო ტრანსპორტი. თუ არ დაემატა ავტობუსები სივრცე არ იქნება დაცული ადამიანებს შორის და ვეარნაირი სიფრთხილის ზომებზე ვერ ვილაპარაკებთ“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner