logo_geo
eng_logo
ონლაინ-დისკუსია თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა“
- +

25 მაისი. 2020. 15:09

 

 

25 მაისს, 17:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook-გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინ-დისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა. დისკუსიაში, რომელსაც IRC-ის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი გაუწევს მოდერაციას, მონაწილეობას მიიღებენ:

 

თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი;

კახაბერ გოშაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი;

ანა კაპანაძე - Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG);

სოფიო ჭარელი - სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური).

 

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან 2 წელი გავიდა. 2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვა ახალ საფეხურზე გადავიდა. ახალი რეგულაცია იმთავითვე რევოლუციურად და თამაშის წესების შემცვლელად იქნა მიჩნეული, GDPR-მა შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეები, როგორიცაა ექსტრატერიტორიულობის პრინციპი, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ცნებები, მონაცემთა დამმუშავებლის მთელი რიგი ახალი ვალდებულებები და სუბიექტთა გაძლიერებული უფლებები, ისევე, როგორც მაღალი ფულადი სანქციები წესების დამრღვევთათვის.

 

დისკუსიის დროს, შეხვედრის ძირითადი საკითხის განხილვა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით მოხდება:

 

  • რა ეტაპზეა ამ მხრივ ქართული კანონმდებლობა?
  • რამდენად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას?
  • როგორ მიდის ჰარმონიზაციის პროცესი?

 

არასამთავრობო ორგანიზაცია IRC გთავაზობთ ყოველკვირეული დისკუსიების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ონლაინ-დისკუსიები იმართება, ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner