logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ვიაროთ ფეხით
- +

28 მაისი. 2020. 13:40

 

 

 „ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას.

 

 

„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, 29 მაისიდან, მუშაობას ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner