logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა
- +

2 ივნისი. 2020. 12:52

 

ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს NATO-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და  ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა.

 

პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან  ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner