logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს, რაც მე ამ სამი თვის განმავლობაში გამოვიარე
- +

2 ივნისი. 2020. 13:35

 

 

 

 

“პანდემიის პერიოდმა დამანახა ერთი რამ, რომ ადამიანებს ძალიან უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, განსაკუთრებით ექიმები ამ პერიოდში იმ რეალობის წინაშე აღმოჩდნენ, რასაც უთოფო ომი ჰქვია, როდესაც არ იცი, რა უნდა გააკეთო, თავი როგორ დაიცვა.

 

 

„კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 67 ადამიანი მყავდა, ექიმები, ექთნები და ა.შ. თითქმის ყველანი ჩემი სტუდენტები არიან და აქედან გამომდინარე, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. 90 პროცენტი ჩვენს კლინიკაში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია და ძალიან რთულია, სხვისი შვილი გაუშვა ბრძოლის წინა ხაზზე, მართალია, შენთან ერთად არის, მაგრამ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. რომ გითხრათ, რომ ღამე მეძინა, მოგატყუებთ. თუ ჩამეძინებოდა დამჯდარს მეძინა 15-20 წუთი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

მისი თქმით, კლინიკა ყაზარმულ რეჟიმში მუშაობდა და როდესაც თანამშრომლები ორკვირიანი სამუშაო პერიოდის დასრულების შემდეგ სახლში მიდიოდნენ, ყველას ურეკავდა და ეკითხებოდა, როგორ გრძნობდნენ თავს.

 

 

„ჩვენ ყაზარმულ მდგომარეობაზე ვიყავით გადასული, 14 დღე მუშაობდა მედპერსონალი და მერე მიდიოდნენ სახლში. ყველას ტელეფონის ნომერი მქონდა ჩამოწერილი და ყველასთან ვრეკავდი კითხვით: გაქვს სიცხე, როგორ ხარ? თავის დაცვის მიუხედავად, დაინფიცირდა მედპერსონალი და კოშმარი იყო ეს. ბევრ იტალიელ კოლეგას ვიცნობ, სამწუხაროდ, ბევრი დაინფიცირდა და გარდაიცვალა... ახლა თითქოს მარტივი სათქმელია, ისეთიც რა გავიარეთო, მაგრამ ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს, რაც მე ამ სამი თვის განმავლობაში გამოვიარე“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner