logo_geo
eng_logo
ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

3 ივნისი. 2020. 12:22

 

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაციას ასრულებს.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უახლოეს დღეებში კი ახალრეაბილიტირებული პარკი გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

 

„უახლოეს დღეებში ვარკეთილი 3-ში ახალ პარკს გავხსნით, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. ტერიტორია იყო გაპარტახებული, უმძიმეს მდგომარეობაში. იქ არ იდგა არანაირი ხე-მცენარე, თუმცა, ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. მათ შორის, არის შადრევნები. ასევე, ძალიან ბევრი დასასვენებელი მწვანე სივრცეა მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობის სამუშაოები სრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner