logo_geo
eng_logo
როდიდან აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა
- +

3 ივნისი. 2020. 14:34

 

 

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.

 

 

„ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

 

 

Imedinews-ს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანისთვის მზად არიან. ამისთვის შეიძინეს სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ საქალაქთაშორისო მიმოსვლას. „სავარაუდოდ ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს შეკრებაზე გადაწყდება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

 

„საქართველოში რკინიგზით“ მგზავრთა გადაყვანა 31 მარტს შეჩერდა. როდის რა შეზღუდვები მოიხსნება. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner