logo_geo
eng_logo
mediacritic.ge - მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელსაც უკვე 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს
- +

3 ივნისი. 2020. 18:47

 

 

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აამუშავა ვებპლატფორმა mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას.

 

ონლაინ-პლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

 

ამასთანავე, mediacritic.ge ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების  პროფესიულ განვითარებას, იქნება ერთგვარი გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის.

 

ამუშავებიდან 5 თვეში ვებპლატფორმას უკვე 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. 

 

მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საკუთარი სარედაქციო კოდექსი.

 

ინფორმაციის სიზუსტე, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება, საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება, ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, ბალანსი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა − სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი.

 

ნებისმიერ მსურველს, ვინც აღნიშნული კოდექსის პრინციპებს იზიარებს, აქვს შესაძლებლობა, მედიაკრიტიკის პლატფორმის მომხმარებელს შესთავაზოს მაღალჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა.

 

მედიაკრიტიკის ვებპლატფორმას სამი მიმართულება აქვს: რეცენზია (ანალიტიკური მიმართულება), ბლოგი (საავტორო რუბრიკა) და რეპლიკა (ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული მოკლე სტატიები).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner