logo_geo
eng_logo
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სატრანსპორტო ნაკადები 10-ჯერ და მეტჯერ შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო
- +

4 ივნისი. 2020. 17:18

 

 

 

„17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა“, - ამის შესახებ   COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შეთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების“ კლასტერი.  მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, 3 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემოღებული შეზღუდვის შედეგად, სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ“, -  აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner