logo_geo
eng_logo
ნინო ცაციაშვილი: თუ დავით გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის მობილიზება იქნება საჭირო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება
- +

4 ივნისი. 2020. 18:24

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, თუ დავით გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის მობილიზება იქნება საჭირო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

 

 

თუმცა, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დავით გარეჯთან დაკავშირებით რაიმე სახის პროვოკაციას არ ელოდებიან.

 

 

მისივე განმარტებით, შს ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

 

„იმ ნაწილზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეუთანხმებელი ტერიტორია. ამ ტერიტორიულ ნაწილთან დაკავშირებით კომისიის ფორმატში მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი სახელმწიფოებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ეს სენსიტიური ინფორმაცია ამ ჭრილში იქნეს განხილული.რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციას, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. შესაბამისად, თუ საჭირო იქნება მობილიზება, ამას გავაკეთებთ, თუმცა, რაიმე სახის პროვოკაციას ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ ველოდებით. ყველა საკითხი, რა ინფორმაციაც მოგვეწოდა, შესწავლილი იქნება და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ცაციაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ „კეშიკჩიდაგის“ (დავით გარეჯის) ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მოსალოდნელ პროვოკაციული ხასიათის ქმედებაზე იყო საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner