logo_geo
eng_logo
როლანდ ნიჟარაძე: ოკუპირებულ გალში მყოფი ქართულ სკოლების პედაგოგები არიან გმირები
- +

5 ივნისი. 2020. 18:46

 

 

“ჩვენი მასწავლებლები არიან გმირები, ისინი დისტანციურ რეჟიმში ახერხებენ და ერთი პარაგრაფიც არ ჩაუგდიათ. დღეს ოკუპირებული გალიდან დარეგისტრირებულია 161 აბიტურიენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ გამოცდებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ენგურს იქით, გალში ქართულ საჯარო სკოლებს აკრძალული აქვთ ქართული ენის სწავლება. განათლების სისტემა გადასულია მთლიანად რუსულად სწავლებაზე.

 

 

„გალში მოქმედია 30 სკოლა, სადაც 4 ათასი მოსწავლეა, 900-მდეა პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

 

 

შექმნილი ვითარების მიუხეადვად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაეგისტრირებული 161 აბიტურიენტიდან, მხილოდ 14 ბარებს ეროვნულ გამოცდას რუსულად, დანარჩენი ყველა ქართულად.

 

 

„ეს რა თქმა უნდა არის მასწავლებლების და დირექციის დამსახურება, ისინი არიან გმირები“, - აღნიშნა აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner