logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც
- +

5 ივნისი. 2020. 18:47

 

 

„ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს კიდეც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თეა წულუკიანს შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, წულუკიანს აქვს უდიდესი გამოცდილება და შემდგომში, მის კარიერულ ზრდაში დარწმუნებულია.

 

„მას აქვს უდიდესი გამოცდილება, ურთულესი სამინისტროს მართვის და ის ეფექტურად მართავდა და მართავს იუსტიციის სამინისტროს, არ დაგავიწყდეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს, სულ ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ პენიტენციარული სისტემაც მიუერთდა და ქალბატონი თეა ამ სისტემასაც ართმევს თავს ძალიან კარგად და ეფექტურად, ამიტომ მის კარიერულ ზრდაში შემდგომში, მე ვარ დარწმუნებული“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner