logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი “მთავარ არხს” პასუხობს - მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა
- +

6 ივნისი. 2020. 12:06

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე,”მთავარი არხის” კითხვის საპასუხო განცხადება ვრცელდება.

 

 

,,მთავარი არხი“ დაინტერესდა – რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა.

 

 

32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა.

 

 

მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა.” – წერია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner