logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: მერიას ხელფასების მოსამატებლად რესურსი არ აქვს
- +

1 მარტი. 2016. 13:11



თბილისის მერი დავით ნარმანია, დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლების მემანქანების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურა. დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსები არ აქვს.


 

რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ. მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - განაცხადა დავით ნარმანია.


თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო.


მეტროპოლიტენ „დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად, ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.



იხილეთ:



მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვით იმუქრებიან:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=1254




 

right_banner
არქივი
right_banner