logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 ივლისი. 2020. 10:41

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner