logo_geo
eng_logo
ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
- +

3 ივლისი. 2020. 11:49

 

 

დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

 

4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ამით ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

 

აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

 

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს შპს „ჯე-ბილდინგ გრუპი“ 250 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

 

ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner