logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ
- +

3 ივლისი. 2020. 14:48

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მთავარი არხის“ სიუჟეტზე სუს-ის გამოძიებას შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ, დარწმუნებული ვარ ამაში, შეკითხვას თუ რიტორიკულად მისვამთ, ჩემი პასუხი ასეთია, ვერ ჩაერევიან“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner