logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ
- +

3 ივლისი. 2020. 16:22

 

 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

 

1 ივლისის მონაცემებით:

 

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 53 ,900   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 10,7 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

 

  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 81 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.  ფერმერებმა 24 000 ტონაზე მეტი  მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად,  2 200 000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

 

  • აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14 000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება 134  მილიონ ლარს აღემატება.

 

  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1150 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 20 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს აჭარბებს

 

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი,  რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო   ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი. მათგან პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 100-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner