logo_geo
eng_logo
საქართველოში „მეზღვაურის დღის“ ამსახველი ინფორმაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა
- +

3 ივლისი. 2020. 19:18

 

 

მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-წევრი ქვეყნები "მეზღვაურის დღის" კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე”, - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე  Twitter - სა და  Facebook - ში და საქართველოს ხელისუფლების მიერ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას მიეძღვნა.

 

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში (BICT)  გაიმართა.

 

ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამაც გადაბეჭდა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner