logo_geo
eng_logo
ვაკეში, ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
- +

4 ივლისი. 2020. 10:45

 

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირი N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი მოედნის განთავსება ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეზოში განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, სხვა შესაბამისი  ურბანული ავეჯი და თარგები.

 

მოედნის საფუძველზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს.

 

სამუშაოების საწყის ეტაპზე, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა.

 

„აქ მცხოვრები მოქალაქეების დიდი თხოვნა იყო კეთილმოწყობილი სივრცის შექმნა ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. გასულ წელს, ჩვენი დავალებით, მომზადდა პროექტი, ამჟამად კი, უკვე დაიწო ამ პროექტის განხორციელება. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, იმისთვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ამ სივრცეში. პროექტის ვიზუალურ მასალაშიც ჩანს, როგორი ორიგინალური და ლამაზი იქნება ეს ეზო“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 325 560 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner