logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონში კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობა დასრულდა
- +

4 ივლისი. 2020. 11:28

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც  გზის საფარის  მოწყობა 1 413 მ2 ფართობზე განხორციელდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  52 541 ლარი დაიხარჯა. 

 

ასევე, სამუშაოები დასრულდა ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზეც, სადაც 1 083 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, სამუშაოებისთვის კი 71 004 ლარი დაიხარჯა.

 

გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება 15 მისამართზე, შიდა ეზოების მოწყობა  19  მისამართზე  გზის  ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებები კი 57  მისამართზე განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner